რაგბი ევროპა | საქართველო ნიდერლანდებისთვის ბექა გორგაძესთან ერთად ემზადება » სპორტის ხაზი

რაგბი ევროპა | საქართველო ნიდერლანდებისთვის ბექა გორგაძესთან ერთად ემზადება

რაგბი ევროპა | საქართველო ნიდერლანდებისთვის ბექა გორგაძესთან ერთად ემზადება
3-02-2025, 21:33
Aa Aa
გაზიარება:

შვეიცარიასთან რეკორდული სხვაობით (110:0) გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნები 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე თამაშისთვის ემზადებიან, რომელსაც 8 თებერვალს თბილისში, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ.

მატჩი „ავჭალაზე“ 15 საათზე დაიწყება და გამარჯვებით საქართველო ზედიზედ მეშვიდე, 2027 წლის მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს. შეგახსენებთ, მსოფლიო თასის მონაწილეთა რაოდენობა 20-იდან 24-მდე გაიზარდა და შესაბამისად, ავსტრალიის საგზურს წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხივე ფინალისტი მიიღებს.

ნიდერლანდები პირველ ტურში ესპანეთს სტუმრად ეთამაშა და 24:53 დამარცხდა.

მომავალი თამაშის წინ ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი სიახლეა. რაზმს დაემატა ტოპ 14-ის ‘პოს’ მესამეხაზელი ბექა გორგაძე, რომლის ანგარიშზე 47 კეპი და 12 ლელოა.

rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი