საქართველოს ნაკრების 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე კარიერას "ტულონში" გააგრძელებს, ქართველი მორაგბე ბრივმა კლუბიდან გაათავისუფლა.
ტულონს 9 ნომერი ბაპტის სერინი დაემტვრა, რომელიც გუნდს 4 თვე ვერ დაეხმარება, რის გამოც ფრანგულმა გუნდმა 9 ნომრის ძებნა დაიწყო. ლობჟანიძე იდეალური ვარიანტია, რადგანაც ტულონის ათ ნომერთან ენცო ერვისთან კარგად შეთამაშებულია. ერვი ბრივში 2017 წლიდან 2023 წლის ზაფხულამდე თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ ვასილ ლობჟანიძეს აქვს უდიდესი გამოცდილება, როგორც საკლუბო ისე სანაკრებო რაგბში.