UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
“ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე. მრცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს. ამას თავისუფლება არ ჰქვია. ჩვენ გვინდა უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპულ ინტეგრაციაში, რადგან ეს ყველა მოქალაქისთვის შესაძლებლობებისა და პროგრესის მომავალია. ერთად უნდა ვიბრძოლოთ დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსთვის"
- ვკითხულობთ ილიას მიერ გამოქვეყნებულ ინსტაგრამის "სთორიში".