ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ UFC–ში კარიერას აღარ გააგრძელებს. ინფორმაციას თავად სპორტსმენი ავრცელებს საკუთარ სოციალურ ქსელში, ემოციური პოსტით, რომელშიც მადლიერება გამოხატა განვლილი გზისთვის.
„ცხოვრება მშვენიერია. ეს იყო საოცარი გამოცდილება. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის,“ — დაწერა ქუთათელაძემ.
გურამის მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციაში დებიუტი 2020 წელს შედგა, როდესაც დაუმარცხებელ მატეუშ გამროტს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვება მოიპოვა. იმ დროისთვის ქუთათელაძეზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა მისი გზა UFC-ში ტრავმების გამო ისეთი არ გამოდგა, როგორსაც გულშემატკივარი ელოდა.
ჯამში ქუთათელაძემ UFC-ში ხუთჯერ იბრძოლა: ორი ბრძოლა მოიგო, სამში კი დამარცხდა.