სპორტული გამოცემა Bloody Elbow, რომელიც შერეული ორთაბძოლების შესახებ წერს, გურამ ქუთათელაძის ბოლო, წარუმატებელ ბრძოლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შესაძლოა ეს ქართველი მებრძოლისთვის UFC-ში ბოლო დაპირისპირება იყოს.
"UFC-ში გამოსვლის პერიოდში ქუთათელაძემ თავისი პოტენციალი ვერ გამოიყენა და ორგანიზაციიდან გარიცხვის ზღვარზეა. წარუმატებელი სტატისტიკის ფონზე, შესაძლოა ქუთათელაძეს ორგანიზაციის სახელით კიდევ ერთი ჩხუბის გამართვის შესაძლებლობა არ მიეცეს", - წერს გამოცემა.