გურამ ქუთათელაძე მორიგ ბრძოლას 3 აგვისტოს, აბუ დაბიში გამართავს, მისი მეტოქე კი UFC-ის დებიუტანტი ჯორდან ვუჩენიჩი იქნება.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გურამის მეტოქე აბდულ-ქარიმ ალ-სელვადი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ამერიკელი მებრძოლი ბრძოლას უცნობი მიზეზით ჩაეხსნა.
32 ქართველი მებრძოლი ორგანიზაციაში მეოთხე შეხვედრას გამართავს, მას ბოლო ორი ბრძოლა წაგებული აქვს და წარუმატებელი სერიის შეწყვეტას 23 წლის ვუჩენიჩთან შეეცდება.