UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მეტოქის ძიების პროცესშია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი ვარიანტი ისაა, რომ მერაბმა ქვემსუბუქ წონაში ასვლა გადაწყვიტოს და ალექსანდრ ვოლკანოვსკი-დიეგო ლოპესს შორის გამარჯვებულს შეხვდეს, თუმცა "ქართველ მანქანას" ვოლკანოვსკისთან ჩხუბის იდეა დიდად არ ხიბლავს.
"ვოლკანოვსკი მიყვარს, ის ერთ-ერთი საუკეთესოა და მას დიდ პატივს ვცემ - არ იფიქროთ, რომ გარისკვა არ მსურს ან მისი მოგების მეშინია, უბრალოდ ძალიან დიდ პატივს ვცემ და ამიტომ მასთან ჩხუბი არ მინდა.
ვნახოთ, რა იქნება მომავალში. პანტოჟამაც გამომიწვია და დაველოდოთ, თუ როგორ დალაგდება ყველაფერი..", - განაცხადა მერაბმა.