"ქართველებისთვის მოღალატე ვარ, მაგრამ გარწმუნებთ ინფორმაცია არ გამიტანია" - მაგდი ამაჩოვი » სპორტის ხაზი

"ქართველებისთვის მოღალატე ვარ, მაგრამ გარწმუნებთ ინფორმაცია არ გამიტანია" - მაგდი ამაჩოვი

"ქართველებისთვის მოღალატე ვარ, მაგრამ გარწმუნებთ ინფორმაცია არ გამიტანია" - მაგდი ამაჩოვი
დღეს, 14:03
Aa Aa
გაზიარება:

მაგდი ამაჩოვმა, რომელიც წარსულში მერაბ დვალიშვილთან ერთად ვარჯიშობდა და უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლამდე ცოტა ხნით ადრე დაღესტნელი მებრძოლის ბანაკში გადაბარგდა, საკუთარ გადაწყვეტილებაზე ვრცლად ისაუბრა.

"ქართველი გულშემატკივრებისთვის ყოველთვის დამნაშავე ვიქნები და მათთვის მოღალატედ ვითვლები.

ერთი ჩვეულებრივი დაღესტნელი მებრძოლი ვარ, რომელიც მთელი ცხოვრება ოცნებობდა ხაბიბ ნურმაგომედოვის გაცნობაზე და მასთან ვარჯიშზე, ყოველთვის მინდოდა გამეგო რა გრძნობაა მათ გარშემო ყოფნა (იქ ხაბიბის გარდა ისლამ მახაჩევი და ტაგირ ულბანენკოვიც იყვნენ), ასევე ჩემი თანასოფლელი მებრძოლები.

რა თქმა უნდა მათთან ყოფნაზე ვოცნებობდი და ამაზე მერაბთანაც მილაპარაკია, მან ყველაფერი მშვენივრად გაიგო.

როცა წერენ, რომ მერაბის ვარჯიშებზე მიღებული ინფორმაცია უმარს გადასცაო, სრული სისულელეა - დვალიშვილთან ბევრჯერ მილაპარაკია და მერაბსაც უთქვამს, რომ მენდობა და ასე ნამდვილად არ მოვიქცეოდი. მათთვის რამე რომ მეთქვა, ჩემები თავად გამაგდებდნენ!

იქ იმისთვის ვიყავი, რომ მათთგან მიმეღო გაკვეთილები, მე რითი უნდა დავხმარებოდი? თუ რამის გაგება სურდათ მერაბის შესახებ, უბრალოდ ჩართავდნენ ვიდეოებს და ანალიზს გააკეთებდნენ
", - განაცხადა მაგდიმ.

შეგახსენებთ, 19 იანვარს მერაბ დვალიშვილმა დაუმარცხებელი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ქამარი წარმატებით დაიცვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი