ილიას ილიადისი, იგივე ჯარჯი ზვიადაური, ვაჟ ჯუდოკათა შორის ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონია.
ევროპული ძიუდოს ჟურნალისთან საუბრისას, მან სხვადასხვა წონით კატეგორიებიდან საუკეთესო ძიუდოისტები აარჩია, სადაც ორი ქართველი მოხვდა.
გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურია, რომელიც ჯარჯის ბიძაშვილია: "ის ლეგენდაა და მას ჩემთვის ვერავინ შეცვლის. ზურაბი ჩემი ფავორიტია, მსგავსი ძიუდო არასდროს მინახავს - ის ფენომენალურია", - აცხადებს ჯარჯი.
იხილეთ ვიდეო: