გუშინ ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნა პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა - შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველო 28 სპორტსმენით იქნება წარდგენილი.
მთავარი ჯილდო ცხადია ყველასთის სანატრელი ოქროს მედალი იქნება. წლევანდელი ოლიმპიადისთვის 329 ოქროს მედალი დამზადდა, თითოეულის ღირებულება კი დაახლოებით 950 დოლარს უტოლდება.
საინტერესო ის ფაქტიც, რომ თითოეული მედალი 529 გრამს იწონის, აქედან 95% ვერცხლისგანაა დამზადებული, შესაბამისად ოქროს მედალში სუფთა ოქრო 6 გრამია, დანარჩენი კი რკინა.