"უახლოეს მომავალში გეგმავთ თუ არა გადადგომას?", - კანის პასუხი მაინცთან წაგებული მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"უახლოეს მომავალში გეგმავთ თუ არა გადადგომას?", - კანის პასუხი მაინცთან წაგებული მატჩის შემდეგ

"უახლოეს მომავალში გეგმავთ თუ არა გადადგომას?", - კანის პასუხი მაინცთან წაგებული მატჩის შემდეგ
22-04-2023, 20:29
Aa Aa
გაზიარება:

ბუნდესლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში ბაიერნი სტუმრად მაინც დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა.

ამ მარციხს გამო, შესაძლოა ტომას ტუხელის გუნდმა შიდა ჩემპიონატში პირველობა დაკარგოს - ყოველივე ეს დორტმუნდზე იქნება დამოკიდებული, რომელიც თავის მხრივ დღეს აინტრახტს უმასპინძლებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა გააკეთა.

"კატასტროფული მეორე ტაიმი ჩავატარეთ. დღეს მოედანზე ვინ იყო გუნდი, რომელსაც გერმანიის ჩემპიონობა სურს? ასეთი თამაშით ჩემპიონობის მოპოვება ძალიან რთული იქნება."

კითხვაზე, განიხილავს თუ არა კანი გადადგომას, გერმანელი პასუხობს: "ჩემი ერთადერთი მიზანი ახლა არის, რომ სეზონი გერმანიის ჩემპიონის რანგში დავასრულოთ - და შემდეგ, კვლავ შეტევა ახალ სეზონზე."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი