ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნმა მანჩესტერ სიტი ვერც განმეორებით შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (1:4) ვერ მოგებული შეხვედრების გამო ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნულ შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი.
"საერთო ჯამში, ეს იყო ძლიერი თამაში - ანგარიში რომ ჩვენ გაგვეხსნა, უფრო თავდაჯერებულები გავხდებოდით და სიტისთვის საქმე უფრო გართულდებოდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. მოედანზე ბალანსირებულად მოვქმედებდით, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა", - თქვა კანმა.