"მას ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ჩვეულ რიტმს მალე დაიბრუნებს" | სპალეტი ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

"მას ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ჩვეულ რიტმს მალე დაიბრუნებს" | სპალეტი ხვიჩაზე

"მას ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ჩვეულ რიტმს მალე დაიბრუნებს" | სპალეტი ხვიჩაზე
9-01-2023, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ ნაპოლიმ იტალიის სერია A-ში მე-17 ტურის შეხვედრა სამპდორიას წინააღმდეგ სოლიდური გამარჯვებით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა, რაც როგორც მის შეფასებაზე, ისე სათამაშო დროზეც აისახა. ხვიჩა კვარაცხელია Sofascore-მ 5.5 სარეიტინგო ქულით შეაფასა, სპალეტიმ კი ქართველს სათამაშოდ მხოლოდ ერთი საათი მისცა.

ცხადია, ხვიჩას ბოლოდროინდელი სათამაშო ხარისხის ვარდნას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა სასიამოვნოა, რომ სპალეტი ხვიჩას ყოველთვის საჯაროდ იცავს. სწორედ ასე, სამპდორიასთან მოგების შემდეგ, ჟურნალისტებმა იტალიელს კითხვები კვარაცხელიაზე დაუსვეს, რაზეც სპალეტიმ შემდეგი პასუხი გასცა:

"თქვენი აზრით, ხვიჩა მატჩის მსვლელობისას ბევრს ფიქრობდა, რამაც მისი თამაში ჩააგდო? - იფიქროს, ფიქრი მშვენიერი რამაა. ის თავის ძველ ფორმასა და სათამაშო რიტმს მალე დაიბრუნებს."

"ბოლოდროინდელ ხვიჩას თამაშს თავისი ახსნა გააჩნია. ნუ დაივიწყებთ იმ ტრავმას, რომელიც კვარაცხელიას ჰქონდა, რის გამოც ხვიჩამ გუნდთან ერთად ვარჯიში შედარებით გვიან დაიწყო."
- თქვა ნაპოლის მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ 13 დეკემბერს, 23:45-ზე საშინაო კედლებში გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი