უეფას ვიცე პრეზიდენტი: “კვარაცხელია უდიდესი ტალანტია” » სპორტის ხაზი

უეფას ვიცე პრეზიდენტი: “კვარაცხელია უდიდესი ტალანტია”

უეფას ვიცე პრეზიდენტი: “კვარაცხელია უდიდესი ტალანტია”
28-12-2022, 17:50
Aa Aa
გაზიარება:

უეფას ვიცე-პრეზიდენტმა, ზბიგნევ ბონეკმა ჩვენთვის მეტად სასიამოვნო განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, "ნაპოლის" სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

"სპალეტი ძალიან მომწონს. ის ყურადღებას ყოველთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს და იცის, თუ რა უნდა მოსთხოვოს საკუთარ გუნდს.

"პარტენოპეის" ფანებს შეუძლიათ იყვნენ იმდენად ცრუმორწმუნეები, რამდენადაც უნდათ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მათ დიდი უპირატესობა გააჩნიათ. ისინი დიდებულ ფეხბურთს თამაშობენ.

ასევე ვფიქრობ, რომ მათ ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლიათ. რატომაც არა? - მათ ჰყავთ "კვარადონა", რომელსაც მე სწორედ ასე მოვიხსენიებ და ის სუპერდიდებული ტალანტია.

კიმი სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. კონცენტრაცია, ენერგია, თუ როგორ ურტყამს ის თავით... სულ სხვა კატეგორიაა”- განაცხადა მან.

პოლონელი ბონეკი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში იტალიაში "იუვენტუსისა" და "რომას" ღირსებას იცავდა, შემდეგ კი რამდენიმე იტალიური გუნდიც გაწვრთნა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი