"მუნდიალზე ხვიჩას მსგავსი მოთამაშეების დეფიციტია" | თემურ ქეცბაია » სპორტის ხაზი

"მუნდიალზე ხვიჩას მსგავსი მოთამაშეების დეფიციტია" | თემურ ქეცბაია

"მუნდიალზე ხვიჩას მსგავსი მოთამაშეების დეფიციტია" | თემურ ქეცბაია
11-12-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია რამდენიმე დღის წინ, სტუმრად იმყოფებოდა ტელეკომპანია იმედთან, სადაც მან მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი განიხილა და აღნიშნა, რომ კატარის მუნდიალს ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები აკლია:

"ცხადია, მაროკოს ნაკრები ტურნირის მთავარი აღმოჩენაა. მათი მოთამაშეები ევროპის წამყვან ლიგებში თამაშობენ და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ.. რაც შეეხება ყველაზე დიდ იმედგაცრუებას, ის ჩემთვის ბელგიის ნაკრები იყო, რომელსაც ბოლო წლებში მართლაც საოცარი შემადგენლობა ჰყავდა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს."

"არგენტინა ჩემთვის მთავარი ფავორიტია, რადგან მათ ლიონელ მესი ჰყავთ, რომელიც ასეთი მოტივირებული არასდროს მინახავს. როდესაც საჩხუბარია ჩხუბობს, თუ სასაუბროა საუბრობს. მოკლედ, როგორც მინდორზე, ისე მის მიღმა ლეო არგენტინისთვის ყველაფერს აკეთებს, ამიტომ მათი ჩემპიონობის ყველაზე მეტად მჯერა."

"ვფიქრობ, თანამედროვე ფეხბურთში ინდივიდუალიზმი წამყვან პოზიციებს აღარ იკავებს და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ხვიჩა კვარაცხელია ასე ძალიან უყვართ. ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის მოტყუება შეუძლია, მისი მსგავსი ფეხბურთელების დეფიციტი კი, ამ მუნდიალზე ნამდვილად არის."


ბოლოს, თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრებზეც ისაუბრა (სადაც ახლა მუშაობს) და აღნიშნა, რომ კვიპროსელებს თავიანთ მოედანზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება ოპტიმალური შემადგენლობის შემთხვევაში შეუძლიათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.