"ჩვენ შორის სასიამოვნო დუელი შედგა"- რა უთხრეს ერთმანეთს მესიმ და ლევანდოვსკიმ » სპორტის ხაზი

"ჩვენ შორის სასიამოვნო დუელი შედგა"- რა უთხრეს ერთმანეთს მესიმ და ლევანდოვსკიმ

"ჩვენ შორის სასიამოვნო დუელი შედგა"- რა უთხრეს ერთმანეთს მესიმ და ლევანდოვსკიმ
1-12-2022, 11:35
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთი 2-0 დაამარცხა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. ევროპელები მეორე ადგილს დასჯერდნენ. მათ ეს საფინალო სასტვენის შემდეგ, რამდენიმე წუთში შეიტყვეს, რადგან პარალელური მატჩი საუდის არაბეთსა და მექსიკას შორის მოგვიანებით დასრულდა. ლევანდოვსკი და მისი თანაგუნდელები მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრის დასრულების შემდგომ ლევანდოვსკიმ და მესიმ ერთმანეთთან ისაუბრეს. მატჩის შემდეგ გერმანული SPORT1-ის ჟურნალისტმა ლევანდოვსკის მესისთან საუბრის შესახებ ჰკითხა და მისგან ასეთი პასუხი მიიღო: “ჩვენს შორის კარგი დუელი გამოვიდა. საფინალო სასტვენის შემდეგ ლეომ მითხრა, დღეს დაცვაში შენც ბევრი საქმე ჰქონდაო. მართალია, ასეც იყო. რაც შეეხება თამაშს: ეს ალბათ ერთადერთი მარცხია ჩემს კარიერაში, როცა თამაშის შემდეგ შემიძლია, მაინც კმაყოფილი ვარ. არგენტინა ყოველთვის ფავორიტია. დღეს ჩვენ ვიბრძოლეთ, როგორც ყოველთვის."

პოლონეთისა და საფრანგეთის ნაკრები გუნდების მერვედფინალური მატჩი კვირას, 4 დეკემბერს გაიმართება. არგენტინა კი ავსტრალიას დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი