ოფიციალურად: რატი ანდრონიკაშვილმა "მურსია" დატოვა და თავისუფალი აგენტია.
როგორც ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, ქართველ კალათბურთელსა და ესპანურ კლუბს შორის ორმხრივი შეთანხმება შედგა, რის საფუძველზეც მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს. უცნობია, თუ ვისი ინიციატივა იყო კონტრაქტის გაწყვეტა.
ანდრონიკაშვილი "მურსიას" 2022 წლის ნოემბერში შეუერთდა. ესპანეთის ჩემპიონატში რატის დიდი სათამაშო დრო არასდროს ჰქონია - საშუალოდ 5 წუთს თამაშობდა, ამ დროში 2.2 ქულა, 1.5 პასი და 0.5 მოხსნა მოჰქონდა გუნდისთვის.
ჯერჯერობით, ანდრონიკაშვილის ახალი კლუბი ცნობილი არაა.