გუშინ ევროლიგის 31-ე ტური გაიმართა. “ვირტუს ბოლონია” “მაკაბის” ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 80-111 დამარცდა. თორნიკე შენგელიამ მოედანზე 20:37 წუთი გაატარა და 5 ქულის ჩაგდება მოახერხა.
აღნიშნულ მატჩში სამწუხარო ფაქტიც მოხდა. მასპინძელთა ქომაგებმა საქართველოს ნაკრების კაპიტანს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს, თორნიკემ ემოციები ვერ შეიკავა და მათი ტრიბუნისკენ წავიდა, თუმცა იგი თანაგუნდელებმა დაამშვიდეს.
იხილეთ ვიდეო: