საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტრავმის მოშუშების შემდეგ მეორე მატჩი გამართა და თავის გუნდს „ბაიერნთან“ სტუმრად მოაგებინა – 82:72.
„ვირტუსმა“ მთელი თამაში სტაბილურად ჩაატარა, ყველა მეოთხედი მცირე სხვაობით მოიგო და არც გადამწყვეტ მომენტში დაუგდია ტემპი.
თორნიკე შენგელია სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით (30) საუკეთესო იყო. მისი სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 28 წუთი, 20 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 2 დაფარება.
ამ გამარჯვებით „ვირტუსმა“ სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა და 22 მატჩში 7 მოგებით ევროლიგაში მე-16 ადგილზეა.