დღეს საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” სლოვაკურ “პრიევიძას” FIBA Europe Cup-ის მორიგ მატჩში დაუპირისპირდა!
ქართული სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა დღევანდელ თამაშში თავდაუზოგავი შემტეობა და საოცარი თამაში შემოგვთავაზა. საბოლოო ანგარიში 104-108 "პრიევიძას" მოგებით დასრულდა.
დაძაბული იყო მატჩის ოთხივე მონაკვეთი და ორმაგად საინტერესო გამოდგა ოვერტაიმები, რომელიც 83-83 ანგარიშის შემდეგ დაემატა გუნდებს, მეორე ოვერტაიმი 94-94 დასრულდა, რის შემდეგაც მესამე დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო.
გადამწყვეტი აღმოჩნდა ქუთაისური გუნდისთვის მესამე დამატებითი დროის ბოლო წუთები. თუმცა ეს იყო გამორჩეული თამაში, სადაც თავი არც ერთმა მოთამაშემ არ დაზოგა.
კიდევ უფრო მეტი წარმატება და ბევრი მოგება ვუსურვოთ, კოტე ტუღუშის ქუთაისურ კლუბს.
მორიგ საშინაო თამაშს, "ქუთაისი 2010" თბილისი არენაზე, 3 ნოემბერს "რაშის" წინააღმდეგ გამართავს.
- ვკითხულობთ ქართული კლუბის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ტექსტში.