ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია დრაჟენ პეტროვიჩის ხსოვნის მატჩში სათამაშოდ მიიწვიეს » სპორტის ხაზი

ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია დრაჟენ პეტროვიჩის ხსოვნის მატჩში სათამაშოდ მიიწვიეს

ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია დრაჟენ პეტროვიჩის ხსოვნის მატჩში სათამაშოდ მიიწვიეს
5-09-2024, 19:58
Aa Aa
გაზიარება:

დიდ ხორვატ კალათბურთელს, დრაჟენ პეტროვიჩს 5 სექტემბერს 60 წელი შეუსრულდებოდა. გენიალური უკანახაზელი 1993 წელს, ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა, როცა ის ნიუ ჯერსი ნეთსის ღირსებას იცავდა. პეტროვიჩის იუბილესთან დაკავშირებით, მისი ძმის, ალეკსანდარ პეტროვიჩის ძალისხმევით, ხორვატიის დედაქალაქში ვარსკვლავების მატჩი გაიმართება. ხორვატი კალათბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი “დრაჟენი” ევროპელ ვარსკვლავებს დაუპირისპირდება. ევროპელთა შორის საქართველოს ნაკრების კაპიტანი და იტალიური ვირტუს ბოლონიას წევრი, თორნიკე შენგელია ითამაშებს.

გუნდების მონაწილეთა ზუსტი სია ჯერ დაზუსტებული არაა. უფრო ზუსტად, ლაპარაკია ნიკოლა იოკიჩის და კიდევ რამდენიმე სუპერვარსკვლავის მონაწილეობაზე. ის კი გადაწყვეტილია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მოქმედი და ყოფილი კალათბურთელები, როგორებიც ლუკა დონჩიჩი, გორან დრაგიჩი, ბოგდან ბოგდანოვიჩი, დარიო შარიჩი, გორდან გირიჩეკი, ივიცა ზუბაცი და სხვები არიან.

ევროპელ ვარსკვლავებში შენგელიას თანაგუნდელები იქნებიან ჯანან მუსა, მარიო ჰეჟონია, ალფონსო რეიესი, მათიას ლესო, შეინ ლარკინივანია მარინკოვიჩიმარსელინიო ჰუერტასი, იაკა ბლაჟიჩი და სხვები.

თორნიკე შენგელიას “დრაჟენ პეტროვიჩის მემკვიდრეობის მატჩში” მონაწილეობა ქართველი კალათბურთელისთვის დიდი დაფასებაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი