საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო მამუკელაშვილმა სან ანტონიოს მაისურით NBA-ში მორიგი დამაჯებელი შეხვედრა ჩაატარა.
მისმა გუნდმა მემფისის წინააღმდეგ დიდი ანგარიშით, 102:87 მოიგო, მამუკელაშვილმა კი მეტოქეს ორმაგი დუბლი შეუსრულა!
სანდრომ პარკეტზე ჯამურად 26:26 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 11 ქულა, 16 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ქართველი კალათბურთელის სან ანტონიო თავის მომდევნო შეხვედრას ოკლაჰომას წინააღმდეგ 11 აპრილს, დილის 4 საათზე გამართავს და იმედი დავიტოვოთ, რომ სანდრო კვლავ დამაჯერებლად ითამაშებს.