მოგეხსენებათ, რომ ეროვნული გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია იტალიის ლიგაში, კერძოდ ვირტუს ბოლონიას რიგებში თამაშობს.
იტალიურ მედიაში ქვეყნდება ინფორმაცია თუ რომელი 5 მოთამაშე შოულობს წლიურად ყველაზე მეტს, მეორე ადგილზე კი სწორედ თოკო შენგელიაა.
აი, როგორ გამოიყურება სრული სია:
5. გაბრიელ ლუნდბერგი (ვირტუს ბოლონია) - 1,5 მილიონი ევრო
4. მარკო ბელინელი (ვირტუს ბოლონია) - 1,55 მილიონი ევრო
3. ნიკოლო მელი (ოლიმპია მილანო) - 1,6 მილიონი ევრო
2. თორნიკე შენგელია (ვირტუს ბოლონია) - 1,8 მილიონი ევრო
1. ნიკოლა მიროტიჩი (ოლიმპია მილანო) - 2 მილიონი ევრო