34 წლის გიორგი შერმადინი ფანტასტიკურად გამოიყურება, რის დასტურადაც ქართველი კალათბურთელი ესპანეთის ლიგაში იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა!
საქართველოს ნაკრებისა და ესპანური ტენერიფეს გამოცდილი წევრი იანვარში საშუალოდ 17.3 ქულას აგროვებდა, რასაც თან ერთვის 8.3 მოხსნა და 1.3 შედეგიანი გადაცემა.
იანვრის თვეში გიორგი შერმადინის ტენერიფემ ჯამურად სამი გამარჯვება მოიპოვა, ქართველის თამაში კი ხუვენტუდის წინააღმდეგ უნდა გამოვარჩიოთ, სადაც გიორგის ანგარიშზე 21 ქულა გახლდათ.
ცნობისთვის, ქართული კალათბურთის ლეგენდა ესპანეთის ჩემპიონატის თვის MVP ისტორიაში უკვე მეთორმეტედ გახდა!