კვარაშოუ ბრუნდება! | რომელ საათზე ითამაშებს ნაპოლი? » სპორტის ხაზი

კვარაშოუ ბრუნდება! | რომელ საათზე ითამაშებს ნაპოლი?

კვარაშოუ ბრუნდება! | რომელ საათზე ითამაშებს ნაპოლი?
7-12-2022, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 7 დეკემბერს, თბილისის დროით 21:45 საათზე ხვიჩა კვარაცხელია და მისი ნაპოლი თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ შეხვედრას ადგილობრივი ანტალიასპორის წინააღმდეგ გამართავენ.

როგორც გახსოვთ, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისას, კერძოდ ლივერპულის წინააღმდეგ ხვიჩამ წელის ტრავმა მიიღო, რის გამოც ქართველი ფეხბურთელი მინდორზე დიდი ხანია აღარ გამოჩენილა. დღეს კი, კვარაცხელიას ტრავმა ბოლომდე მორჩენილი აქვს და დიდი ალბათობით, მისი ხილვა თურქული კლუბის წინააღმდეგ შესაძლებელი იქნება.

ცნობისთვის, გარდა ამ შეხვედრისა, კიდევ ერთ მატჩს ნაპოლი 11 დეკემბერს, ინგლისური კრისტალ პალასის წინააღმდეგ 19:00 საათზე გამართავს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მისი პირდაპირი რეპორტაჟი გოოოოოლ.ორგ-სა და კ24.ლაივბოლ.ცც-ზე იქნება (საძიებო სისტემაში ლათინური ასოებით).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი