ანტონიო კონტე გულშემატკივრების წინაშე წარსდგა და პრესკონფერენციაზე არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ერთ-ერთ ეპიზოდში, დარბაზში ტიფოზებმა ცნობილი შეძახილის ყვირილი დაიწყეს: "ვინც არ დახტის, იუვენტინოა" - მათ იმედი ჰქონდათ, რომ კონტე მათ შეძახილს აჰყვებოდა, თუმცა ამაოდ.
"ფეხბურთში ისევე, როგორც ცხოვრებაში საჭიროა პატივისცემა - თქვენ გულშემატკივრები ხართ და სწორია, რომ ნაპოლის მხარს უჭერთ, მაგრამ მე ყოველთვის თავაზიანი ადამიანი ვიქნები.
ნუ მთხოვთ იმას, რასაც არ გავაკეთებ", - განაცხადა კონტემ.