ნაპოლის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ უახლეს პრესკონფერენციაზე კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა.
პრეზიდენტმა პირობა მომცა, რომ ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია სხვა გუნდში არ გადავლენ და ჩვენთან დარჩებიან.
- თქვა კონტემ.
როგორც ჩანს, ყველაფერი საკმაოდ მარტივად ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ პსჟ კვარასთან მიმართებით ძალიან აქტიურობდა, დე ლაურენტისს ხვიჩას გაყიდვაზე არც კი უფიქრია.
ცნობისთვის, ნაპოლის წინასასეზონო მომზადება უკვე დაიწყო და გუნდმა დღეს პირველი ვარჯიში ოფიციალურად გამართა.