ნასრი მბაპეს : "არ წახვიდე, სჯობს საკუთარი სოფლის მეფე იყო" » სპორტის ხაზი

ნასრი მბაპეს : "არ წახვიდე, სჯობს საკუთარი სოფლის მეფე იყო"

ნასრი მბაპეს : "არ წახვიდე, სჯობს საკუთარი სოფლის მეფე იყო"
6-11-2023, 15:47
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის არსენალისა და მანჩესტერ სიტის ყოფილმა ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ კილიან მბაპეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკეთესი იქნება, თუ ფრანგი პარიზულ კლუბში დარჩება.

"დღეს მბაპეს კლუბსა და ნაკრებში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. ორი წლის წინ ვამბობდი, რომ მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლიდი. დღესაც ამას ვფიქრობ.

ის პარიზელია. მის ადგილას პსჟ-ში დავრჩებოდი ნაცვლად იმისა, რომ რეალს 50-ე ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დავხმარებოდი. თუ მარსელი ყატარის საკუთრება იქნებოდა მაშინ, როცა იქ ვთამაშობდი, არასოდეს წავიდოდი. ვფიქრობ, სჯობს საკუთარი სოფლის მეფე იყო.
"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი