ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმოუდგენელი რეგრესი - რამდენი პოზიციით დაქვეითდა ქართველი » სპორტის ხაზი

ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმოუდგენელი რეგრესი - რამდენი პოზიციით დაქვეითდა ქართველი

ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმოუდგენელი რეგრესი - რამდენი პოზიციით დაქვეითდა ქართველი
6-11-2023, 10:43
Aa Aa
გაზიარება:

ნიკოლოზ ბასილაშვილი დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია, თუმცა მისი კარიერა, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება.

მოგეხსენებათ ნიკოლოზს იდაყვის ქრონიკული ტრავმა აწუხებს და მისი თამაშიდან გამომდინარე ოპერაციამ მისი სრული მკურნალობა ვერ უზრუნველყო.

ტრადიციულად ყოველ ორშაბათს ATP რეიგინგი ნახლდება, დღეს ბასილაშვილი 103 პოზიციით დაქვეითდა და №496 ჩოგანი გახდა, რაც ჩელენჯერების ძირითადი ბადიდან დაწყებასაც გამორიცხავს.

ჩოგბურთელისთვის, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს ძალიან რთულია ყველა ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაწყება და შემდგომ რეიტინგზე ფიქრი.

ნიკოლოზისთვის ერთადერთი ხსნა შემდეგი სეზონიდან wild card-ების მიღებაა რათა ტურნირებზე ძირითადი ბადიდან დაიწყოს და იქ გვაჩვენოს მისი შესაძლებლობები.

შეგახსენებთ რომ ბასილაშვილი ბოლოს ბერგამოს ჩელენჯერზე გამოვიდა, სადაც საკვალიფიკაციო რაუნდის ერთი შეხვედრა მოიგო, თუმცა მეორე რაუნდში დამარცხდა და ტურნირის ძირითად ბადეში ვერ გავიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი