იტალიური მედია: "კვარა სკამზე დამწუხრებული სახით იჯდა" » სპორტის ხაზი

იტალიური მედია: "კვარა სკამზე დამწუხრებული სახით იჯდა"

იტალიური მედია: "კვარა სკამზე დამწუხრებული სახით იჯდა"
5-11-2023, 17:36
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარცხელიას და "ნაპოლიმ" "სალერნიტანა" 2-0 დაამარცხა და კონკურენტი "მილანის" მარცხის ფონზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

აღნიშნულ შეხვედრაში კვარაცხელიამ ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე პასი შემოგვთავაზა თუმცა, მოედანზე 67 წუთი გაატარა და საერთო ჯამში კარგად ითამაშა.

იტალიურმა მედიამ კვარაცხელიას ემოციები დააფიქსირა და Area Napoli-ის სტატიაში შემდეგ განცხადებას ვკითხულობთ:

"კვარაცხელია კამერებმა დააფიქსირეს, ის მეტწილად თავჩაღუნული იჯდა და საკუთარი თამაშით უკმაყოფილოდ გამოიყურებოდა"

ცხადია, ხვიჩასთვის უგოლო მატჩი უკმაყოფილებას იწვევს, ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს შესრულებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი