კატალონიის "ბარსელონას" მწვრთნელი ხავი ერნანდესი ამ კვირაშიც საინტერესო განცხადებით გამოირჩა.
მოგეხსენებათ "ბარსელონამ" ელ კლასიკო საკუთარ კედლებში 1-2 წააგო და მაშინ ჩავიმ ჟურნალისტებს განუცხადა რომ "ბარსამ" მოგება დაიმსახურა, გუშიმ კი "სოსიედადთან" მოგების შემდეგ ეს თემა განავრცო და საინტერესო განცხადება გააკეთა:
,,გაგვიჭირდა, საუკეთესო მატჩი არ ჩაგვიტარებია. თუმცა, ზოგჯერ ფეხბურთი აუხსნელია. გასულ კვირას რეალთან მოგებას ვიმსახურებდით, დღეს კი, ეს "სოსიედადმა დაიმსახურა..."
შეხვედრა მართლაც რომ, დაძაბული აღმოჩნდა და გამარჯვების გოლი რონალდ არაუხომ 93-ე წუთზე გაიტანა.
შეგახსენებთ რომ კატალონიელებს 12 ტურის შემდეგ 27 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე იმყოფებიან.