"ეს ვარჯიშზე მაშინვე დავინახე" - "აიაქსის" ახალი მწვრთნელი მიქაუტაძეზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ეს ვარჯიშზე მაშინვე დავინახე" - "აიაქსის" ახალი მწვრთნელი მიქაუტაძეზე საუბრობს

"ეს ვარჯიშზე მაშინვე დავინახე" - "აიაქსის" ახალი მწვრთნელი მიქაუტაძეზე საუბრობს
4-11-2023, 11:12
Aa Aa
გაზიარება:

ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-7 ტურის გადადებულ მატჩში, "აიაქსმა" "ვოლენდამს" შეხვდა და 2:0 მოიგო.

მატჩის შემდეგ, ამსტერდამელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა, ჟურნალისტებთან, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "აიაქსის" ახალგაზრდა თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეზეც ისაუბრა:

"მიქაუტაძეს ძალიან კარგი მონაცემები აქვს, შეტევების წარმატებით დასრულება შეუძლია. ეს ვარჯიშზე მაშინვე დავინახე, თუმცა "აიაქსს" განსხვავებული სტილი აქვს. ამიტომ ამასთან ადაპტაცია დასჭირდება.

მაგალითად, რა უნდა გააკეთოს ბურთის დაკარგვის შემთხვევაში და როგორ მოაქციოს მეტოქე წნეხის ქვეშ? ამ ხარვეზებზე სამუშაოდ გიორგის ცოტა მეტი დრო დასჭირდება. ეჭვგარეშეა, რომ მიქაუტაძეს აუცილებლად გამოვიყენებთ"
- განაცხადა ნიდერლანდური გრანდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ'სხიპმა.

"აიაქსი" ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-15 ადგილს იკავებს და 5 ნოემბერს, "ჰერენვენს" დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი