აზაროვმა ტრავმა მიიღო - წინ "ბარსელონასთან" მატჩია » სპორტის ხაზი

აზაროვმა ტრავმა მიიღო - წინ "ბარსელონასთან" მატჩია

აზაროვმა ტრავმა მიიღო - წინ "ბარსელონასთან" მატჩია
3-11-2023, 23:34
Aa Aa
გაზიარება:

დონეცკის "შახტარის" მცველმა ირაკლი აზაროვმა ტრავმა მიიღო, რის გამოც შესაძლოა უახლოეს პერიოდში ვერ ითამაშოს.

უკრაინის ჩემპიონატის მე-13 ტურში "შახტარი" და კიევის "დინამოს" დაუპირისპირდა და დაამარცხა, ხოლო აზაროვი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, 34-ე წუთზე შეცვალეს. ჯერჯერობით, არაა ცნობილი ტრავმის სიმძიმე.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს "შახტარი" ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში "ბარსელონას" ხვდება, ასე რომ, მოახერხებს თუ არა, ესპანურ გრანდთან აზაროვი თამაშს, ამ ეტაპზე უცნობია. არ დავივიწყოთ, რომ ნოემბრის სანაკრებო მატჩებამდეც მხოლოდ 2 კვირა რჩება.

შახტარი 24 ქულით მე-3 ადგილზეა. კიდევ უფრო რთულ დღეშია კიევის "დინამო", რომელიც 16 ქულით მხოლოდ მე-7 პოზიციაზეა. სხვათა შორის, შახტართან წაგების მერე დინამოს მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ გადადგა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი