ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძოლებს » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძოლებს

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძოლებს
2-11-2023, 15:12
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე ექვსი ნომინანტი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომელმაც ოქტომბრის თვეში იტალიის ჩემპიონატის სამ მატჩში 2 გოლის გატანა (ორივე ვერონას წინააღმდეგ) და 1 საგოლე გადაცემის მიწერა მოახერხა.

ნაპოლის ერთ-ერთ ლიდერთან ერთად ამ ჯილდოსთვის ლაუტარო მარტინესი, კრისტიან პულისიჩი, ორსოლინი, ბრემენი და სულე იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელი აქამდე სამჯერ გახდა (მარტი, თებერვალი, აგვისტო)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.