დე ბრუინი: "ასეთი მძიმე ტრავმა არასდროს მიმიღია" » სპორტის ხაზი

დე ბრუინი: "ასეთი მძიმე ტრავმა არასდროს მიმიღია"

დე ბრუინი: "ასეთი მძიმე ტრავმა არასდროს მიმიღია"
2-11-2023, 12:07
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერ ლიგის სეზონის დასაწყისში კევინ დე ბრუინმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა.

თავდაპირველად, ბელგიელ ფეხბურთელს მოედანზე დაბრუნებას 3-4 თვეში უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა დაზიანება უფრო სერიოზული აღმოჩნდა.

თავად დე ბრუინი ამბობს, რომ ეს ყველაზე მძიმე ტრავმაა, რაც კი ოდესმე მიუღია:

"ასეთი სერიოზული ტრავმა არასდროს მქონია. ბარძაყის ძვლის ოპერაცია ხშირად არ კეთდება. თამაშის შემდეგ ბევრ ქირურგს დავეკითხე აზრი, ყველამ მითხრა, რომ ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო.

3 თვეა რეაბილიტაციის პროცესს გავდივარ და თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი ექიმი "სიტისთან" მუდმივ კომუნიკაციაშია, თუმცა, სამწუხაროდ, ვერავინ მეუბნება, როდის დავბრუნდები",
- განაცხადა მან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი