ისტორიული მიღწევა - თორნიკე შენგელია ევროლიგის თვის MVP გახდა » სპორტის ხაზი

ისტორიული მიღწევა - თორნიკე შენგელია ევროლიგის თვის MVP გახდა

ისტორიული მიღწევა - თორნიკე შენგელია ევროლიგის თვის MVP გახდა
1-11-2023, 16:32
Aa Aa
გაზიარება:

"ვირტუს ბოლონიას" ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია ევროლიგის ოქტომბრის თვის MVP გახდა. იგი პირველი მოთამაშეა "ვირტუს ბოლონიადან", რომელმაც ევროლიგის თვის MVP-ის წოდება მიიღო.

"ევროლიგის სეზონის გახსნით შეხვედრაში განცდილი კრახის შემდეგ, რასაც აკილე პოლონარასთვის სიმსივნის დიაგნოზის დასმა უძღოდა, იყო შანსი, "ვირტუს ბოლონიაში" უარყოფით განწყობებს დაესადგურებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. გუნდი ოქტომბრის თვის MVP-ის, თორნიკე შენგელიას
პოზიტიურობისა და რკინის ნებისყოფის გარშემო გაერთიანდა და ყველასთვის მოულოდნელად, სეზონის სტარტზე ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად იქცა.

"ვირტუს ბოლონიამ" ოქტომბერი 4 მოგებითა და 1 წაგებით დაასრულა და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. შენგელია, მთელი ამ დროის განმავლობაში, შეუდარებელი იყო და ოქტომბერში მისი სარგებლიანობის კოეფიციენტის საშუალო 23.6 გახლდათ. ეს ევროლიგაში მეორე მაჩვენებელია, საშუალოდ
მატჩში ჩაგდებული 18.4 ქულით კი მესამე გახლდათ. თოკომ მეტოქის ფარისკენ ნასროლი ორქულიანების 75 პროცენტი, სამქულიანების 52.9 პროცენტი, ხოლო საჯარიმოების 85 პროცენტი ჩააგდო.

შენგელიას ძალისხმევის წყალობით, გულშემატკივრები თავიანთ გუნდს სატურნირო ცხრილის ლიდერთა შორის ხედავენ და აქვთ შესაძლებლობა, რომ კლუბის პირველ კალათბურთელს, რომელიც ევროლიგის თვის MVP გახდა, საკუთარ კედლებში გასამართ მომდევნო შეხვედრაში უმღერონ"
- წერს ევროლიგის ოფიციალური საიტი.

ისტორიული მიღწევა - თორნიკე შენგელია ევროლიგის თვის MVP გახდა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი