ულტიმატუმი პიოლის - "მილანმა" შესაძლოა იტალიელი სპეციალისტი დაითხოვოს » სპორტის ხაზი

ულტიმატუმი პიოლის - "მილანმა" შესაძლოა იტალიელი სპეციალისტი დაითხოვოს

ულტიმატუმი პიოლის - "მილანმა" შესაძლოა იტალიელი სპეციალისტი დაითხოვოს
31-10-2023, 22:13
Aa Aa
გაზიარება:

სტეფანო პიოლიმ შეიძლება მილანის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს.

გაზეთ La Repubblica-ს ინფორმაციით, 58 წლის სპეციალისტის მომავალი, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ვერ გავა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.

წერენ, რომ მხოლოდ სერია A-ს ტოპ-ოთხეულში მოხვედრა მილანის ხელმძღვანელობას არ დააკმაყოფილებს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამი ტურის შემდეგ მილანი ბოლო ადგილზეა ორი ქულით და არც ერთი გატანილი გოლით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.