ბრძოლა ჩაინიშნა - დვალიშვილი და ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო ორთაბრძოლის გამართვის თარიღზე შეთანხმდნენ » სპორტის ხაზი

ბრძოლა ჩაინიშნა - დვალიშვილი და ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო ორთაბრძოლის გამართვის თარიღზე შეთანხმდნენ

ბრძოლა ჩაინიშნა - დვალიშვილი და  ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო ორთაბრძოლის გამართვის თარიღზე შეთანხმდნენ
31-10-2023, 21:54
Aa Aa
გაზიარება:

მერაბ დვალიშვილი და ორ სხავადასხვა წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო ორთაბრძოლის გამართვის თარიღზე შეთანხმდნენ, – იუწყება MMA UNCENSORED.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი და ამერიკელი მებრძოლების დაპირისპირება UFC 297-ზე 20 იანვარს გაიმართება – ღონისძიებას კანადა, კერძოდ კი ქალაქი ტორონტო უმასპინძლებს.

ბოლო ბრძოლა მერაბ დვალიშვილმა პრინციპულ მეტოქესთან, ყოფილ ჩემპიონ პიოტრ იანთან 2023 წლის 12 მარტს გამართა. ქართველმა რუსი მოწინააღმდეგე ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. სეხუდომ კი თავისი ბოლო ბრძოლა დვალიშვილის მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან 7 მაისს ჩაატარა და ქულებით წააგო.

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში დვალიშვილი მეორე ადგილზეა, სეხუდო – მესამეზე. დივიზიონის ჩემპიონი შონ ო’მალია, ხოლო პირველ პოზიციას ალჯამეინ სტერლინგი იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.