ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ, მიდი ოლიმპიკმა, საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული ლიონის მოთამაშე დავით ნინიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის (TOP 14) მეოთხე ტურის საუკეთესო მათამაშედ (MVP) დაასახელა და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
"TOP 14-ის მეოთხე ტურში ლიონის მოთამაშემ, დავით ნინიაშვილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და, ჩვენი გადაწყვეტილებით, ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. კლერმონთან მატჩში ქართველმა მორაგბემ საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა." – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ლიონმა კლერმონი 41:22 დაამარცხა. ამ შეხვედრაში დავით ნინიაშვილმა ორი ლელოს დადება მოახერხა.