გიორგი მამარდაშვილი ისევ ინგლისელი სკაუტების რადარზე გამოჩნდა » სპორტის ხაზი

გიორგი მამარდაშვილი ისევ ინგლისელი სკაუტების რადარზე გამოჩნდა

გიორგი მამარდაშვილი ისევ ინგლისელი სკაუტების რადარზე გამოჩნდა
30-10-2023, 18:48
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ სეზონს ატარებს.

"ბილბაოს ატლეტიკისა" და "ვალენსიას" შეხვედრა მამარდაშვილისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა, ქართველმა მაკრემ 5 სეივი გააკეთა, საიდანაც 4 საკმაოდ რთული იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

აღნიშნულ შეხვედრას ლონდონის "ჩელსის" სკაუტებიც აკვირდებოდნენ, როგორც ირკვევა ლურჯებს მეკარის დამატება კიდევ უნდათ ამიტომ უნაი სიმონს და გიორგი მამარდაშვილს დააკვირდნენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მამარდაშვილი ინგლისურ კლუბს დაუკავშირეს, ზაფხულში აქტიურად იწერებოდა "ტოტენჰემის" ინტერესზე, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგა და ჩრდილო ლონდონელებმა ვიკარიოს სახით უკვე მიიღეს ამ პოზიციაზე შევსება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.