გერმანიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურის მატჩში, მიუნხენის "ბაიერნმა" "დარმშტადი" გაანადგურა - 8:0.
აღნიშნულ დაპირისპირებაში თომას მიულერის ანგარიშზე ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.
"რეკორდმაისტერის" 34 წლის ნახევარმცველმა "დარმშტადის" წინააღმდეგ პირადი რეკორდიც დაამყარა და "ბაიერნის" ისტორიაში ჩაეწერა. გერმანელი შემტევი პირველი ფეხბურთელი გახდა, გუნდში, რომელმაც გოლის გატანა ზედიზედ 15 სეზონის განმავლობაში შეძლო.