განრისხებული დე ლაურენტისი გასახდელში ჩავიდა - რა მოხდა "ნაპოლი" "მილანის" შეხვედრაში » სპორტის ხაზი

განრისხებული დე ლაურენტისი გასახდელში ჩავიდა - რა მოხდა "ნაპოლი" "მილანის" შეხვედრაში

განრისხებული დე ლაურენტისი გასახდელში ჩავიდა - რა მოხდა "ნაპოლი" "მილანის" შეხვედრაში
30-10-2023, 17:01
Aa Aa
გაზიარება:

სერია ა-ს 10-ე ტურში "ნაპოლიმ" მარადონაზე "მილანს" უმასპინძლა, შეხვედრა 2-2 დასრულდა და ორივე გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო, მეტიც, ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო წუთებზე რეალური მომენტიც ჰქონდა თუმცა, შეხვედრა ფრედ დასრულდა და "მილანმა" პირველ ტიამში ორ ბურთიანი უპირატესობით გასვლა ვერ გამოიყენა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, პირველი ტაიმი მილანმა ორ ბურთიანი უპირატესობით მოიგო, რამაც დე ლაურენტისი განარისხა და გასახდელშიც შევიდა.

გუნდის მფლობელი რუდი გარსიას ტაქტიკის შეცვლას, ხოლო ფეხბურთელებს მეტი მონდომებით თამაშს სთხოვდა.

"ასე არ გამოვა, თუ არ მოუმატებთ ვერაფერს მივაღწევთ"

როგორც სჩანს, დე ლაურენტის სიტყვები გასახდელში სამოტივაციოდ მიიღეს და მეორე ტაიმში მინდორზე სულ სხვა მუხტით გამოვიდა "პარტენოპეი" და შედეგიც უკეთესი მიიღეს.

შეგახსენებთ რომ "ნაპოლი" ათი მატჩის შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს და შემდეგ ტურში ბოლო ადგილოსან "სალერნიტანას" დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.