ყველაფერი თითქმის შეთანხმებულია - ვინ გაწვრთნის "აიაქსს" » სპორტის ხაზი

ყველაფერი თითქმის შეთანხმებულია - ვინ გაწვრთნის "აიაქსს"

ყველაფერი თითქმის შეთანხმებულია - ვინ გაწვრთნის "აიაქსს"
30-10-2023, 12:57
Aa Aa
გაზიარება:

ამსტერდამის "აიაქსმა" ახალი სეზონი კოშმარულად დაიწყო - ყველაზე წარმატებული ნიდერლანდული გუნდი ახლა ერედივიზიონის ბოლო ადგილზეა.

სწორედ ამიტომ, ცოტა ხნის წინ "აიაქსმა" მარკ სტეინი გაათავისუფლა, ხოლო როგორც ირკვევა, ახალ მწვრთნელთან შეთანხმებასაც მიაღწია.

Voetbal International იტყობინება, რომ "აიაქსს" ნიდერლანდელი სპეციალისტი ჯონ ვან ტსხიპი გაწვრთნის. ჯონ ვანი ბოლოს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, თუმცა ეს პოსტი 2021 წელს დატოვა.

საფეხბურთო კარიერა ტსხიპმა სწორედ "აიაქსში" გაატარა - გუნდის მაისურით მას 270-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.