" "სიტი" "მანჩესტერიდან" მხოლოდ მას თუ გადაიყვანდა" - ინგლისელი სპეციალისტი დაპირისპირებაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

" "სიტი" "მანჩესტერიდან" მხოლოდ მას თუ გადაიყვანდა" - ინგლისელი სპეციალისტი დაპირისპირებაზე საუბრობს

" "სიტი" "მანჩესტერიდან" მხოლოდ მას თუ გადაიყვანდა" - ინგლისელი სპეციალისტი დაპირისპირებაზე საუბრობს
29-10-2023, 15:33
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისელმა სპეციალისტი ჰარი რედნაპი "სიტისა" და "იუნაიტედის" დაპირისპირებაზე საუბრობს:

"მანჩესტერ იუნაიტედს გაუმართლებს, თუ სეზონს ოთხეულთან ახლოს დაასრულებს, მაგრამ ეს მაინც ძალიან სარისკო პროგნოზია. ვიტყოდი, რომ ახლა ეს გუნდი იმაზე უფრო წინაა, ვიდრე სულშერის დროს, მაგრამ რამდენი მილიონი დახარჯა კლუბმა მას შემდეგ?

რამდენ ფეხბურთელს გადაიყვანდა "სიტი" "მანჩესტერიდან"? ალბათ, მხოლოდ რაშფორდს, ოღონდ, საუკეთესო ფორმაში მყოფს. მის გარდა არავის... ბრუნო ფერნანდეში, შესაძლებელია, სათადარიგოთა სკამზე, მაგრამ ძირითადში ნამდვილად არა."
- ამბობს ჰარი რედნაპი

დღეს, პრემიერლიგის მე-10 ტურში, "წითელი ეშმაკები" "ქალაქელებს" დაუპირისპირდებიან. მატჩი 19:30 სთ-ზე დაიწყება.

9 ტურის შემდეგ, "მანჩესტერს" 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზეა, გვარდიოლას ბიჭები კი 21 ქულით მე-3 ადგილს იკავებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი