რუდი გარსია : "მილანთან წაგება? ჩვენ ძველი კვარაცხელია დავიბრუნეთ" » სპორტის ხაზი

რუდი გარსია : "მილანთან წაგება? ჩვენ ძველი კვარაცხელია დავიბრუნეთ"

რუდი გარსია : "მილანთან წაგება? ჩვენ ძველი კვარაცხელია დავიბრუნეთ"
29-10-2023, 13:09
Aa Aa
გაზიარება:

რუდი გარსიამ მილანთან სერია A-ს მე-10 ტურის საშინაო მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ მოახლოებულ დაპირისპირებაში მოგების იმედს ხვიჩა კვარაცხელიას ფორმაში შესვლა აძლევს.

"გამარჯვების დიდი სურვილი გვაქვს, რადგან სახლში ვთამაშობთ. რამდენიმე მატჩის მოგებით სატურნირო მდგომარეობას გავიუმჯობესებთ. მილანიც და ნაპოლიც გასული სეზონის შემდეგ შეიცვალნენ და ეს არ იქნება ისეთი თამაში, როგორიც წინა სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენ უფრო ეფექტურები გასვლით შეხვედრებში ვართ. ახლა დროა, ქულები სტადიო მარადონაზეც მოვიპოვოთ.

ჩვენ შეტევაში აუცილებლად უკეთ უნდა ვითამაშოთ. ასევე დიდი პრობლემაა ბევრი გოლის გაშვება, მაგრამ ამ კუთხით მდგომარეობას ვაუმჯობესებთ. ლეაო მილანში ერთადერთი ფეხბურთელი არ არის, იქ პულიშიჩიც და ჟირუც თამაშობენ. არა ერთი მოთამაშის, არამედ გუნდის განეიტრალებაზე უნდა ვიფიქროთ.

კაიუსტე ვერონასთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ბერლინში კი ასეთ დონეზე ვერ ითამაშა. ზამბო ანგისა 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არაა, მაგრამ ის, სავარაუდოდ, სათადარიგოთა სკამიდან შევა მოედანზე.

ვერ დავეთანხმები აზრს, რომ მოთამაშეებს მოგების სურვილი გაუქრათ. კარგად ვიცნობ ჩემს ფეხბურთელებს, ყველა მათგანი ბოლომდე იხარჯება. მათი დამოკიდებულებით საქმისადმი კმაყოფილი ვარ. მაგალითად, ვერონასთან და უნიონთან სასურველი განწყობა გამოავლინეს.

ხვიჩა კვარაცხელია თავის ჩვეულ დონეს დაუბრუნდა, ეს დონე კი ძალიან მაღალია. მას თამაშის დროს უპირატესობის მოპოვება შეუძლია. საერთოდ, ჩვენი ყველა თავდამსხმელი უმაღლესი კლასისაა.
"
– ამბობს რუდი გარსია.

მართლაც, ქართველი ფეხბურთელი ბრწყინვალე ფორმაშია, რაზეც მისი სტატისტიკაც მეტყველებს - 3 თამაში, 4 გოლი და 1 საგოლე პასი.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ტურის ცენტრალური მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.