"გამოკითხვებში ლიდერობს" - Marca-მ Golden Boy 2023-ის ფავორიტი დაასახელა » სპორტის ხაზი

"გამოკითხვებში ლიდერობს" - Marca-მ Golden Boy 2023-ის ფავორიტი დაასახელა

"გამოკითხვებში ლიდერობს" - Marca-მ Golden Boy 2023-ის ფავორიტი დაასახელა
29-10-2023, 11:49
Aa Aa
გაზიარება:

Golden Boy არის ჯილდო, რომელსაც სპორტული ჟურნალისტები გადასცემენ ევროპაში მოთამაშე 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაც ფეხბურთელს, რომელიც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა მთელი კალენდარული წლის განმავლობაში.

პრიზი დააწესა იტალიურმა სპორტულმა გაზეთმა Tuttosport-მა 2003 წელს. მას შემდეგ კი ამ რიცხვს შეუერთდა სხვა გაზეთებიც : Bild (გერმანია), Blick (შვეიცარია), A Bola (პორტუგალია), l'Équipe (საფრანგეთი), France Football (საფრანგეთი), Marca (. ესპანეთი), Mundo Deportivo (ესპანეთი), Ta Nea (საბერძნეთი), Sport Express (რუსეთი), De Telegraaf (ნიდერლანდები) და The Times (გაერთიანებული სამეფო).

მოგეხსენებათ, 2022 წელს ეს ჯილდო ბარსელონას ფეხბურთელმა, გავიმ მოიგო, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ახლა კი დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე კვირით ადრე (ცერემონია ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება) ცნობილმა გამოცემამ Marca-მ ჯუდ ბელინგემი ფავორიტად დაასახელა და განაცხადა, რომ 2023 წლის Golden Boy-ის გამარჯვებული სწორედ ინგლისელი ნახევარმცველი გახდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.