თითქმის 7 თვის შემდეგ - ხოჭოლავა მოედანს დაუბრუნდა! » სპორტის ხაზი

თითქმის 7 თვის შემდეგ - ხოჭოლავა მოედანს დაუბრუნდა!

თითქმის 7 თვის შემდეგ - ხოჭოლავა მოედანს დაუბრუნდა!
29-10-2023, 02:04
Aa Aa
გაზიარება:

6 თვისა და 26 დღის იძულებითი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა დანიური "კოპენჰაგენისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა. იგი დანიური სუპერლიგის მე-13 ტურის მატჩში "ჰვიდოვრეს" წინააღმდეგ კოპენჰაგენის სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ.

დანიურმა გრანდმა აღნიშნული მატჩში 4:0 იმარჯვა, ქართველმა მცველმა კი მოედანი 61-ე წუთზე დატოვა.

მომდევნო მატჩს "კოპენჰაგენი" დანიის თასზე, 31 ოქტომბერს, "მიდტიულანდის" წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი