"ეს ჩემი ამოცანაა" - რუდი გარსიას სიტყვა "მილანთან" მატჩამდე » სპორტის ხაზი

"ეს ჩემი ამოცანაა" - რუდი გარსიას სიტყვა "მილანთან" მატჩამდე

"ეს ჩემი ამოცანაა" - რუდი გარსიას სიტყვა "მილანთან" მატჩამდე
29-10-2023, 00:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, "მილანთან" მატჩამდე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

"ვიცით, რომ სახლში მნიშვნელოვან შეხვედრას ვატარებთ და ეს მოგების სურვილს გვმატებს, გარდა ამისა, დადებითი სერიის გაგრძელება გვსურს. ვეთანხმები მედიას, როცა ამბობენ, რომ საკუთარ მოედანზე თამაში უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან უკვე სამჯერ დავმარცხდით.

გასულ სეზონთან შედარებით, ორივე გუნდი განსხვავებულია, ამას ჟურნალისტებიც ამბობთ. ხვალინდელ მატჩს შარშანდელ თამაშებთან საერთო არაფერი აქვს.

ჩემს ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ და შემიძლია გითხრათ, რომ ისინი მოტივირებულები არიან. ჩემი, როგორც მწვრთნელის ამოცანაა, რომ ყოველთვის წავახალისო ისინი, რათა უკეთესები იყვნენ და კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ.

ლეაუს გაჩერება? ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ მთელ გუნდზე უნდა ვიმუშაოთ. ყურადღება უნდა მივაქციოთ პულისიჩსა და ჟირუსაც.

კვარაცხელია მოედანზე მარიო რუისთან ერთად უფრო ეფექტურია? ასე არ ვფიქრობ, რადგან უდინეზესთან მატჩამდე გოლი არცერთ თანაგუნდელთან ერთად არ ჰქონდა გატანილი. ბედნიერი ვარ, რომ კვარა თავის დონეს დაუბრუნდა, რადგან მატჩში გარდატეხის შეტანა შეუძლია."
- განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი