"ეს იყო იმედგაცრუება" - ტერ შტეგენის კომენტარი "ელ კლასიკოში" დამარცხების შემდეგ » სპორტის ხაზი

"ეს იყო იმედგაცრუება" - ტერ შტეგენის კომენტარი "ელ კლასიკოში" დამარცხების შემდეგ

"ეს იყო იმედგაცრუება" - ტერ შტეგენის კომენტარი "ელ კლასიკოში" დამარცხების შემდეგ
28-10-2023, 20:48
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის მე-11 ტურში ბარსელონა რეალს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

არადა, პირველ ტაიმში სრულ უპირატესობას ჩავის გუნდი ფლობდა - მე-6 წუთზე ილქაი გიუნდოგანმა შეხვედრაში ანგარიში გახსნა და კატალონიელები წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში რეალმა უფრო მოუმატა. ამჯერადაც სამეფო კლუბს მხსნელად ჯუდ ბელინგემი მოევლინა, რომელმაც 68-ე წუთზე 30 მეტრიდან გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.

კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა ბოლო წუთები, სადაც რეალმა მაინც მოახერხა თამაშის მოგება - ბელიგნემს მეტოქის ფეხბურთელისგან ბურთი მიუვიდა და ტერ შტეგენს ახლოდან გაუტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენატი სწორედ გერმანელმა მეკარემ გააკეთა, რომელმაც განაცხადა:

"ეს იმედგაცრუება იყო. მთელი თამაშის განმავლობაში კარგი ტემპი გვქონდა, თუმცა მათ არაფრისგან მოახერხეს ორი გოლის გატანა.

რას ვიტყვი ბელიგემზე? მე მეტოქე გუნდის ფეხბურთელეს არ ვაფასებ, თუმცა ფაქტია, რომ მან ორი გოლის გატანა და თამაშის სცენარის შეცვლა მოახერხა."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.