იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია ვინისიუსზე ძლიერი ფეხბურთელია" » სპორტის ხაზი

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია ვინისიუსზე ძლიერი ფეხბურთელია"

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია ვინისიუსზე ძლიერი ფეხბურთელია"
28-10-2023, 19:39
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება. "მილანთან" მატჩის წინ მასზე დიდი ავანსებია გაცემული, რასაც "ნაპოლის" ოფიციალური რადიოს დირექტორის განცხადებაც მოწმობს.

ვალტერ დე მაჯოს აზრით, ხვიჩა კვარაცხელია ვინისიუს ჯუნიორზე ძლიერი ფეხბურთელია:

"მილანთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში კაიუსტეს მაგივრად ელიფ ელმასს დავაყენებდი. ის პრესინგზე უკეთესია და მეტოქეს ბურთებს უფრო სწრაფად ართმევს.

ხვიჩა კვარაცხელია თუ ვინისიუს ჯუნიორი? ჩემი აზრით, ქართველი ფეხბურთელი ბრაზილიელზე გაცილებით ძლიერია",
- განაცხადა ვალტერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.